Saturday, April 22, 2017
Saturday, April 8, 2017
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მიმართულება:
დრო და სივრცე. გარემო და ეკონომიკა.
თემა:
კავკასიის მდებარეობა და ტერიტორია
|
სწავლების საფეხური
|
VIII
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა 23. სსსმ მოსწავლე კლასში არ
არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა|აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან კავკასიის რეგიონს. განიხილავენ
და იმსჯელებენ ევროპა– აზიას შორის საზღვრის გატარების ალტერნატიულ ვარიანტებზე.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
პოლიტიკური და ფიზიკური რუკების დახმარებით კავკასიისა და საქართველოს მდებარეობის განსაზღვრა.ევროპა–
აზიას შორის საზღვრის გატარების საკითხის გაანალიზება. პრობლემის გაზრება და მისი
გადაჭრის გზების ძიება.
·
გეო.VIII.1. მოსწავლეს
შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა
თვალსაჩინოების ანალიზი.
·
გეო.VIII.2. მოსწავლეს
ძეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.
·
გეო.VIII.4. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
·
|
წინასწარი ცოდნა
|
ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა. რეგიონი
და მისი გამოყოფის პრინციპები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი–პრეზენტაცია, დისკუსია.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, მსოფლიოსა და კავკასიის ფიზიკური
და პოლოტიკური რუკები. კონტურული რუკები.ქაღალდები, ფლიფჩარტი და საწერი კალმები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
1. წინარე
ცოდნის გააქტიურება.
კითხვა–
პასუხი (5წთ)
ნასწავლი მასალის გახსენების მიზნით მოსწავლეები პასუხობენ
შეკითხვებს:
1. როგორ განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა.
2. რა არის რეგიონი და სუბრეგიონი?
3. რა კრიტერიუმებით ხდება რეგიონების გამოყოფა?
4. არის თუ არა კავკასია ცალკე რეგიონი და რატომ?
5. სად მდებარეობს კავკასია?
6. სად მდებარეობს საქართველო?
7. კავკასიის გარდა, კიდევ რომელი რეგიონები იციან?
აქტივობა
2. რუკებზე
და ტექსტზე მუშაობა. (8წთ)
მოსწავლეებს წყვილებში ეძლევათ დავალება რუკებისა და ტექსტის გამოყენებით:
1. განსაზღვრონ და დაახასიათონ კავკასიისა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა.
2. შეარჩიონ კავკასიის მსგავსი რომელიმე რეგიონი და
შეადარონ მისი და კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა.
აქტივობა 3. პრეზენტაცია (8წთ)
წყვილები წარმოადგენენ
დავალებას:
ქტივობა
4. დისკუსია
("კუთხეების" მეთოდით –20წთ)
სადისკუსიო კითხვა: სად მდებარეობს საქართველო – ევროპასა
თუ აზიაში.
აქტივობა
5. საშინაო
დავალება.(4 წთ)
1.კონტურულ რუკაზე აღნიშნონ ევროპა– აზიას შორის საზღვრის
გატარების მათთვის მისაღები ვარიანტი.
2. მოიძიონ ინფორმაცია კავკასიაში მცხოვრები ხალხების
ტრადიციების შესახებ.
|
Subscribe to:
Posts (Atom)