შეფასების რუბრიკები


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა:

1
საინტერესო შესავალი, მასალა მრავალფეროვანია
2 ქულა
2
თემის გასაგებად წარმოდგენის უნარი
2 ქულა
3
თვალსაჩინოებების გამოყენება
2 ქულა
4
ადეკვატური კითხვა–პასუხი
2 ქულა
5
კლასთან კონტაქტი
1ქულა
6
დროის ლიმიტის დაცვა
1 ქულა




















დისკუსიის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
I დონე  -  1-5 ქულა
II დონე  -  6-8ქულა
III დონე  - 9-10 ქულა
მოსმენა
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
ყოველთვის უსმენს და თვალს ადევნებს ორატორს
საუბარი
მეტყველება არამკაფიოა და მსმენელებს უჭირთ მისი გაგება
მეტყველება ძირითადად გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
არავერბალური კომუნიკაცია
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს
ხშირად შეუძლია არავერბალური კონტაქტის დამყარება
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
მონაწილეობა
მცირე ინტერესი აქვს; არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემებს
ძირითადად გამოხატავს ინტერესს; კომენტარები და აზრები ყოველთვის თემის გარშემო არაა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
თანამშრომლობა
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აზრის გამოთქმას აცდის და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია რეალური ფაქტებითა და ცნებებით, რომლებიც ლოგიკურ კავშირშია საკითხთან




პროექტის შეფასების რუბრიკა

ელემენტარული
1 ქულა
        მისაღები
2 ქულა
      ოსტატური 
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი,ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
მიზნები კარგად არის გამოკვეთილი და მარტივად აღსაქმელია
2. ორგანიზება
სუსტად არის ორგანიზებული, იდეებს შორის არ არის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს|მსმენელს.
თანმიმდევრობა გააზრებულია,ზოგი გადასვლა იდეებს შორის მარტივია ზოგი კი გაუგებარი.
კარგად არის ორგანიზებული,ლოგიკურად ხდება გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე,ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას.
3. შინაარსიის კორექტურობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო,მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი ინფორმაცია შეუსაბამოა ან მცდარია იფორმაცია.
მთლიანად კორექტულია, ფაქტები ზუსტი და მკაფიოა.
4. ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავია, ხშირია შეცდომები.
ენობრივად გამართულია, მცირეა შეცდომები.
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები.
5. კვლევა
კვლევა არა ეფექტურად არის დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია.
კვლევა დაგეგმილია, გამოყანებულია შეზღუდული რაოდენბის წყაროები, ანალიზი მისაღებია.
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია.
6. თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა.
თვალსაჩინოებების  კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია.
მრავალფეროვანია,შეესაბამება შინაარს და აკურატულად არის შესრულებული.
7. შემოქმედებითობა
შემოქმედებითობა მცირედ ჩანს.
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც პროექტს უკეთ წარმოაჩენს.
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა,
სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს ორიგინალურს ხდის.
8.  კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპენტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება.
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან.

ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე.
9. დასკვნები
დასკვნები არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები ჩამოყალიბებულიაკვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო.
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან. ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.
10. პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხის გაცემა. არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები.
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.
ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მეტყველება მკაფიო და დამაჯერებელია, იყენებს თვალსაჩინოებეს და პასუხობს ყველა კითხვას.



No comments:

Post a Comment